პუტინის თქმით, უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა.
ეს განცხადება პუტინმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ-შეხვედრისას გააკეთა.
კრემლის ლიდერის თქმით, მოსკოვმა ინციდენტის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოს მომხდარზე სათანადო რეაგირება ექნება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები