რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს? - პრემიერის განცხადება
საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ, რომელსაც როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრას არ დაესწრო ბიძინა ივანიშვილი, რამაც სტრაგეგიული პარტნიორების უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა:
„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვლიზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას,"- განაცხადა პრემიერმა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები