VIDEO: ასეთი ემოცია სადმე თუ გინახავთ - როგორ გულშემატკივრობდა დედა გენო პეტრიაშილს ოლიმპიადაზე

11-08-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ ემოციურად გულშემატკივრობს გენოს დედა.

„შენ გენაცვალე, მიდი გენო“, – ისმის ვიდეოში.

ცნობისთვის, ქარ­თვე­ლი მოჭიდავე ფი­ნალ­ში პრინ­ცი­პულ მე­ტო­ქეს ირა­ნელ ამირ ზა­რეს და­უ­პი­რის­პირ­და და მო­უ­გო. ქარ­თველ­მა ირა­ნე­ლი 10:9 და­ა­მარ­ცხა.


FACEBOOK კომენტარები
მსგავსი ვიდეოები