სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია

06-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ოცნების ლიდერი და დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, დებატებში გამოიწვია.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა. მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში. თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან - მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის, ვალდებული არის, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია. ასე რომ, ერთი კარგი დებატი, მე მგონი, გველოდება,“ - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები