პირობას გაძლევთ, ჩვენ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში – გიორგი ვაშაძე

02-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

"პალიტრა ნიუსთან" ეთერში გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში მოგების შემდეგ ის და თავისი გუნდი სერიოზული ფინანსური ინვესტიციების მოზიდვას შეძლებენ:

„მე გეუბნებით, რომ ჩვენი გუნდი 14 მილიარდ ევროს მოიტანს შემდგომი 6 წლის განმავლობაში. ეს იქნება ევროპული და ამერიკული ფონდებიდან, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება, რომ დავეწიოთ ევროკავშირის განვითარების სტანდარტს. პირობას გაძლევთ, 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ 6 წელიწადში.

 აქ გათვალისწინებულია: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება; წარმოების განვითარება საქართველოში; განათლების სისტემის მაქსიმალური მხარდაჭერა პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის ევროპული სტანდარტის განათლების სისტემის შექმნა; ჯანდაცვის მიმართულება; ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური განვითარება; ინფრასტრუქტურა და ახალი, მეგა პროექტების განხორციელება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები