"ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის", - ზურა ჯაფარიძე

01-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური კურსის გამო სამხედრო და ფინანსურ დახმარებებს აჩერებს.

აღნიშნულს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის:

„აბრალებდნენ ათას სისულელეს: „რაღაცა გლობალური ომის პარტია“, „ჩვენი ჩართვა უნდათ ომში“ და ათასი სისულელე. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, ეს გააჩერონ.

რომ გითხრათ ფისკალური ეფექტი ამას ექნება, რომ ვაიმე, ამის გამო ბიუჯეტში ფული არ ექნება, ეგრე არ იქნება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი.

დეზინფორმაციის, პროპაგანდის და დასავლეთის გაშავების ბოლო, საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის არის ამ ქვეყნის სრული იზოლაცია დასავლეთიდან და ეს მარტო ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება, ეს იქნება მთლიანად დასავლეთი, ამერიკაც და ევროპული ქვეყნებიც და დარჩება ერთი-ერთზე რუსეთთან, რაც ჩვენ ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ გვინახავს“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები