"გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის", - როგორ გამოეხმაურა კობახიძე ტრამპზე თავდასხმას

14-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

პენსილვანიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ესროლეს. 

თავდამსხმელი განეიტრალებულია, ტრამპი კი თავს კარგად გრძნობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნულ აქტს გლობალურ ომის პარტიას უკავშირებს:

"გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს", - წერს ის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები