მომავლის პროგნოზი: როგორი გარეგნობა ექნება ადამიანს 100 ათასი წლის შემდეგ

10-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

როცა მომავალზე იწყებს ფიქრს, ადამიანს უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი და ახლობლები ახსენდება და აინტერესებს, როგორი იქნება მათი ცხოვრება ოციოდე წლის შემდეგ. თუმცა არანაკლებ საინტერესოა იმაზე ფიქრი, თუ რა ბედი ელის კაცობრიობას რამდენიმე საუკუნის ან რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. სწორედ ასეთი შეკითხვა დაუსვა საკუთარ თავს ხელოვანმა ნიკოლაი ლამმა და შექმნა კომპიუტერული ილუსტრაციები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ როგორები ვიქნებით 20 ათასი, 60 ათასი და 100 ათასი წლის შემდეგ.

ლამის პროგნოზები ეფუძნება კომპიუტერული გენომიკოსის, დოქტორი ალან კვანის ჰიპოთეზებს. კვანი ვარაუდობს, რომ შემდგომ ათასწლეულებში ადამიანის გარეგნობა მნიშვნელოვნად შეიცვლება.

კვანი

ასე გამოიყურებიან მომავლის ადამიანები 100 ათასი წლის შემდეგ













ლამის მიერ ასახული მომავლის პერსონაჟები იაპონური ანიმეს გმირებს ჰგვანან. მათ მაღალი შუბლი აქვთ, რომელიც დიდ ტვინს ფარავს. ადამიანებს ასევე გიგანტური ზომის თვალები აქვთ. კვანის ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანი უცხო პლანეტების კოლონიზებას მოახდენს და რადგან იქ შუქი ნაკლებად არის, მას დიდი ზომის თვალები დასჭირდება. შედარებით მუქი ფერის კანი კარგად დაიცავს ადამიანს ულტრაიისფერი სხივებისგან. გარდა ამისა, დაბლა იქნება ჩამოწეული წარბების ძვლები, რაც ნაკლები გრავიტაციით იქნება განპირობებული.

კვანი და ლამი პირველები არ არიან, ვინც მომავლის განჭვრეტას ცდილობს. ფილმები და წიგნები სავსეა მომავლის სურათებით. დღეს სამეცნიერო ფანტასტიკა ისეთი პოპულარული ჟანრია, როგორიც აქამდე არ ყოფილა სხვა არცერთი ჟანრი. პრაქტიკულად ყოველდღიურად გამოდის თითო წიგნი ან ფილმი აჯანყებული ხელოვნური ინტელექტის ან უცხო პლანეტების ბინადართა შესახებ.

სტივენ ჰოუკინგი შემდეგ რაღაცას ამბობდა: “ადრე თუ გვიან ისეთი უბედურებები, როგორებიცაა ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება ან ბირთვული ომი ყველა ჩვენთაგანს გაანადგურებს, თუმცა ერთხელაც იქნება და კოსმოსის ათვისებას შევძლებთ და იქ დამოუკიდებელ კოლონიებს დავაფუძნებთ. მხოლოდ მაშინ გახდება მომავალი უსაფრთხო.”


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები