სრულიად ახალი საარჩევნო სია - რა გეგმა აქვს სააკაშვილს

08-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი საარჩევნო პლატფორმის დაარსებაზე განაცხადეს, რომელსაც "ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად" დაერქვა.

ქვეყნის ექს-პრეზიდენტი და პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო სიის ფორმირებისას პარტიამ სტრატეგია უნდა შეცვალოს:

"ჩვენი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იყოს ახალი ხალხით დაკომპლექტებული. ჩვენი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ჩვენ რა მტრობა გვაქვს ერთმანეთში?! თუ პარტიებს ვერ უხერხდებათ გაერთიანება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სხვადასხვა საზოგადოების წევრებთან, სხვადასხვა ხალხთან, სხვადასხვა ვარსკვლავებთან ჩვენი საზოგადოების, რომლებიც აქამდე არ ყოფილან პოლიტიკაში. ჩვენ დაგვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია, ჩვენ ახლა გვჭირდება თითოეულ ადამიანთან მისვლა", - განაცხადა მსჯაავრდებულმა ექსპრეზიდენტმა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები