"ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება გაგვეგო", - რის შესახებ წერს თინა ხიდაშელი

25-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ კომენტარს მძიმე განცხადებად აფასებს და ამბობს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ივანიშვილის ხელისუფლების რიტორიკას დაუპირისპირდა.

ყველაზე უფრო მძიმე, რაც შეიძლებოდა გაგვეგო დღეს ბრიუსელიდან, იყო ბორელის განცხადება. ძალიან მძიმეა, მოისმინო, როგორი განწყობაც არ უნდა გქონდეს კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ, როდესაც საჯაროდ, ევროპის მთავარი ტრიბუნიდან მას ამხელენ ტყუილში. მძიმეა, როდესაც მას მიმართავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და იძახის, რომ ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ვიღაცამ და იგულისხმება კობახიძე, არა ნიშნავს არას და არა არ ნიშნავს დიახს. მთელი ეს რიტორიკა კარგად ვიცით, მაგრამ მნიშვნელოვანია, როდესაც ჯოზეფ ბორელი ამბობს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები