„თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ”, - ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე

09-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნანუკა თამაზაშვილი ,,ტვპირველზე” გასულ რეპორტაჟს პასუხობს:

,,ვუყურე მორიგ “ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით

თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:

ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!”

,,ტვპირელის” ინფორმაციით, ნიკოლოზ ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკიდან  სანქციების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე  ჩამოფრინდა.

ნიკოლოზ ღარიბაშვილმა შეერთებულ შტატებში ერთი სასწავლო წელი უკვე დახურა.  ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის ბინზეს სკოლის სტუდენტია. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი სასწავლებელია. აქ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შვილმა 2027 წლამდე უნდა ისწავლოს.  ასე წერია ნიკოლოზ ღარიბაშვილის გვერდზე, ლინკდინში, თუმცა ფეისბუქზე, ნიკო ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ის არა სწავლობს არამედ სწავლობდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები