ირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა
დღეს ნაციონალურ მოძრაობაში საკადრო ცვლილებები მოხდა - პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობსი გამო გადადგა და პოსტი თინა ბოკუჩავას დაუთმო.
ამ ყველაფერს ქართული ოცნების დეპუპუტატი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა:
„დღეს არის 8 ივნისი და ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა. ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე, მთავარი ოპოზიციური პარტიის. „ხაბე“ დამიჩაგრეს ! კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა. ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება გუნდელს კაცმა გაუკეთოს, ის გააკეთებინეს. ჯერ მელიას გასაიდუმლოებული საბჭო ჩაუნიშნეს, სადაც ეს თემა დააყენეს და გადააგდეს.
ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და მოისროლეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მაგრამ, „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც, ახალი იყო სხვათა შორის. „ხაბე“ მაინც მოგებული რჩება, პარტიამ წააგო, „ნაციონალური მოძრაობა“ ხაბესნაირ მიმწოლს მჭევრმეტყველს ვეღარ ნახავ. რა ვიცი, ბუნების ძალები დაიმორჩილა… ასეთი ლიდერი იყო „ხაბე“ და სამწუხაროდ არ დაუფასდა. „ხაბე“ გამაგრდი მე შენს გვერდით ვარ, არჩევნების მერე სადმე, რამეს იზამ", - განაცხადა ზარქუამ.