სასიხარულო სიახლე უკვე ამოქმედდა - რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ

08-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

“სიმბოლურია, რომ ერთი მხრივ, დღევანდელი რეისით ჩინეთში პირველად გაემგზავრებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას, მეორე მხრივ კი, დღეიდან ჩვენი პარტნიორი ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ გადადის ყოველდღიურ ოპერირებაზე. აქამდე ავიაკომპანია კვირაში ოთხ სიხშირეს ახორციელებდა. სიხშირეების ზრდა პირდაპირ აისახება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების“ დღევანდელ რეისზე მგზავრების რეგისტრაციის პროცესს დაესწრო, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადებას 2024 წლის თებერვალში ამცნო. 28 მაისს შეთანხმება ოფიციალურად შევიდა ძალაში, დღეს კი პირველი რეისი შესრულდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები