"მაინტერესებს, ამას როგორ ხსნის "ქოცი" ამომრჩეველი?"

06-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"აშშ-სგან “სუვერენიტეტს” რომ იცავენ “ვაჟკაცურად” და თან უკრაინელებს ზუსტად სუვერენიტეტის დაცვის გამო ლანძღავენ, ლოგიკურად ამას ქოცების ამომრჩეველი ნეტა როგორ ხსნის?

აქ ერთადერთი ლოგიკა არსებობს – აშშ-სგან უნდა დაიცვა “ვაჟკაცურად”, იმიტომ რომ დაგინდობს, რუსეთს უნდა დაუწვე სამარცხვინოდ, რადგან არ დაგინდობს.

აი, ამ სამარცხვინო, მხდალი, უთავმოყვარეო, ღირსება აყრილი და რუსეთის ოფშორად ქცეული ქვეყნის აშენებას ცდილობენ…", - წერს ის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები