"ეს იქნება ჩემი კეთილი რჩევა ოპოზიციისთვის", - ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც, თავისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრს რჩევას აძლევს:
"ახლა კი ჩემი კეთილი რჩევა ოპოზიციონერ ელიტას, არა მარტო პარლამენტის წევრებს, არამედ ყველა სფეროში მომუშავე ოპოლიდერშიპს თუ რიგით ოპოზიციონერს.
დატოვეთ ყველამ მანდატები და ხალხი მეტად დაგაფასებთ, თუ გინდათ ცოტათი მაინ დაუბრუნდეს ნდობა ადამიანებს თქვენს მიმართ!!!
მიეცით ოცნებას ბურთი და მოედანი, ნახავთ თავად, სადაც გადაიჩეხებიან არჩევნებამდე და თან დასრულდება ოცნების პარპაში!!!
იარეთ ხალხში და დაარწმუნეთ მოსახლეობა ამ კანონის საშიშროებაში, არავის არ ესმის თქვენი, ეკრანებიდან თქვენი მოწოდწბების, ვერ გებულობს გლეხი ნაკუწ–ნაკუწ ნალაპარაკებს.
დაიკავეთ ხელში ოცნებისტების გაფუჭებული საქმეები მტკიცებულებებით, გაავრცელეთ ოცნებისტების არასრულად ჩაბარებული დეკლარაციები და იარეთ ე.წ. კარდაკარ.
იარეთ სოფელ–სოფელ, ქუჩა–ქუჩა და ქალაქ–ქალაქ.
ყველა ადამიანი დაგეხმარებით ამ შემთხვევაში სწორი აზრის გაჟღერებაში და დასაბუთებაში!!!
ნდობა რომ დაიბრუნო, გლეხს უნდა გაუთანაბრდე!!!
პ.ს. სანამ მე თავად არ გავერკვიე მოცემულ სიტუაციაში, თქვენი ნალაპარაკებებიდან აზრი ვერ გამოვიტანე და ასეა ქართველი უმრავლესობა."