ის "ევროპა" რაც ახალგაზრდებს დაუხატეს აღარ არსებობს... დიახ, ჩვენი ვალია ეს შანსი შევუნარჩუნოთ - რას წერს შალვა რამიშვილი

28-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

„პოსტივის“ დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

სამყარო შეიცვალა. მაგრამ თურმე ამ ფაქტის დანახვას ლიბერდებილური ჰიპნოზიდან გამოსვლა სჭირდება. მე არ ვლაპარაკობ კონკრეტულ აგენტებზე... არა! მე მოგოიმო ტიპებზე ვლაპარაკობ რომლებსაც "ევლოპაუნდათ" და ჩვენ რუსებს გვეძახიან.

ჩვენ კი მხოლოდ გადარჩენა გვინდა.

ყველა ცივილიზაციას აქვს თავისი აკმე, აქვს პროგრესის და რეგრესის ხანები. დასავლური "ლიბერალურ- დემოკრატიული" ცივილიზაცია სრულდება. არა იმიტომ რომ თავისთავად "ცუდი"   მოძღვრებაა ლიბერალიზმი. არამედ იმ ცინიკური ორმაგი სტანდარტების გამო რასაც ამ სექტის წევრები თავს ახვევენ მსოფლიოს (მათ შორის ევროპას).

ის  "ევროპა" რაც აქციებზე მოარულ ახალგაზრდებს დაუხატეს აღარ არსებობს. 

უკრაინელი მათი თანატოლები (და არა მარტო ისინი) უკვე ხვდებიან ამას. გრძნობენ რომ უკრაინა  იხმარეს და მიაგდეს. ხვდებიან და გაწვევას ეწინააღმდეგებიან. სიცოცხლის რისკის ფასად გაურბიან კომისარიატებს, იმალებიან და იმარხებიან. 

მაგრამ გვიანია უკვე!

ჩვენს  ახალგაზრდებს კიდევ აქვთ შანსი. ჩვენი ვალია ეს შანსი შევუნარჩუნოთ...  რაც არ  უნდა გვაძაგებდეს ზოგიერთი მათგანი - წერს შალვა რამიშვილი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები