დომენიკ მანგო: "გადავყვიტე პოლიტიკაში მოვიდე, გეპატიჟებით ყველას"

16-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილი ქართველი სოციალური აქტივისტი დომენიკ მანგო პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს,

ამის თაობაზე მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი:

"გადავწყვიტე პოლიტიკაში შევიდე. ეს გადაწყვეტილება ურყევია და შეცვლას არ ექვემდებარება. მოვიხმობ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩიხში არიან და გასაქანი არ ეძლევათ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაკუუმის გამო საკუთარი ცოდნის და შემართების გამოყენების. ყველანაირი პოლიტიკური წარსულის გარეშე, მხოლოდ ახალი და ახალი ძალა უნდა გავაერთიანო. ნულოვანი დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტიის შექმნას ვაპირებ, რომელიც არ იქნება რომელიმე ბიზნესმენზე ან სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული. ხალხის მიერ, მხარდაჭერების მიერ დაფინანსებული მოძრაობა იქნება, რომელიც შიგნიდან შეეცდება საყოველთაო პრობლემების მოგვარებას. ყველა მსურველს გავუღებ კარს და ყველა ადამიანს მიეცემა საშუალება, რომ თავისი აზრით თუ ნებისმიერი შესაძლებლობით, წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში. ახალგაზრდებს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი სიტყვის თქმის და ცვლილებების მოხდენის. ამ წუთიდან ჩემი გონება, მთელი რესურსი და შემართება მხოლოდ იმაზე იქნება კონცენტრირებული, რომ რაც შეიძლება მალე შევქმნა პარტია და შევკრიბო ის ნათელი ძალა, რომელიც ქვეყანაში ახალ სიტყვას იტყვის და თავისი საქმით უკეთესობისკენ შეცვლის ერთის კი არა, არამედ ასეულობით ათასი ადამიანის ყოფას და მდგომარეობას. ეს არის პირობა და ასე იქნება",- წერს დომენიკ მანგო.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები