პეტრე ცაავა: "2020 წელს ივანიშვილმა პირადად მითხრა, ასეთი ეკლესია მჭირდებაო"

15-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პეტრე ცაავამ TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეკანოზის გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილს იქამდეც უნდოდა:

"2019-2020 წლებში ბიძინა ივანიშვილს ძალიან სურდა დეკანოზის გათავისუფლება, მაგრამ პირად საუბარშიც აქვს ნათქვამი, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგობას ვერ უძლებდა.

წინა საპარლამენტო არჩევნებამდე ივანიშვილმა ეს ვერ გაბედა, თუმცა ახლა მან ეს ნაბიჯი გადადგა. ცხადად და პირდაპირ გეტყვით, ამ პერიოდში ივანიშვილს პირადად აქვს ნათქვამი, მეუფე, თქვენზე მეტი ვიცი და მაქვს ნანახი, რა სიბინძურეები ხდება საპატრიარქოში, მაგრამ არჩევნებისთვის ავტორიტარული პატრიარქი და ძლიერი ეკლესია მჭირდებაო", - განაცხადა მან.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები