"ელენე დილაადრეან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, მეზობელმა მკითხა თქვენ ხომ არ გიჭირთო" - რას ყვება ელენე ხოშტარიას დედა პოლიტიკოსზე

13-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

"ელენე თურმე დილაადრეან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, ერთხელ მეზობელმა მკითხა თქვენ ხომ არ გიჭირთო"

- აღნიშნეთ, რომ განსხვავებული ინტერესების მქონე ბავშვი იყო ელენე, რამე გამორჩეულ ამბავს ხომ არ გაიხსენებთ მისი ბავშვობიდან?

- იცით, რომ გოგი ჰელსინკის ჯგუფში ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო. ზვიადთან მეგობრობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მაშინ 12 წლის ელენე აპროტესტებდა, რომ მამამისს მანქანა ჰყავდა გამოყოფილი. ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, მე კი საწოლში მხვდებოდა, როცა სკოლაში წასასვლელად ვაღვიძებდი. ჩემი ჭკუით, ვაღვიძებდი... ძალიან კარგად სწავლობდა გერმანულ სკოლაში, რომლის დირექტორიც ნინო რამიშვილი იყო.

ჩვენ ძიძად რუსი ქალი გვყავდა, რომელმაც გაზარდა ელენე და წლების მერე, ლოგინად ჩავარდა, მარტოხელა ქალი იყო და რითაც შეგვეძლო, ვეხმარეოდით. მერე, მეზობლებმა გვითხრეს, რომ, თურმე 14 წლის ელენე უვლიდა და უცვლიდა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები