"მზად ვარ, არჩევნებისთვის ეს გავაკეთო", - რა გეგმა აქვს სააკაშვილს

09-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილი არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის სათავეში აპირებს ჩადგომას.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სამოქალაქო სასამართლოში ჩართვისას განაცხადა:

"ვაპირებ, რომ სათავეში ჩავუდგე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ანუ ბორდს, თუ პარტიის რიგითი წევრები ამისი წინააღმდეგნი არ იქნებიან.

მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო ბრძოლის აბსოლუტურად წინა ხაზზე, რადგან აქ წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს პირველად ვერთვები კამპანიაში როგორც ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების პლაფორმის წარმომადგენელი. ვრჩები უკრაინის ერთგულ მოქალაქედ, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ბიძინა ივანიშვილსაც მიუღია ევროკავშირის მოქალაქის სტატუსით არჩევნებში მონაწილეობა.

მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია არჩევნებზე აქტივობა იყოს მაღალი."


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები