სააკაშვილი გახარიას ადამიანის ბედით ვაჭრობაში ადანაშაულებს - ექს-პრეზიდენტის განცხადება გახარიას პოზიციაზე

07-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილმა მოხსენებისას ოპოზიციურ პარტიებს ახალი პლატფორმის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც ქვეყნის ევროიტენგრაციაზე იქნებოდა ორიენტირებული.

აღნიშნულმა განცხადებამ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში მოწონება დაიმსახურა, თუმცა გიორგი გახარიას პარტიამ პრეზიდენტის კოალიციაში შესვლაზე უარი განაცხადა.

ყოფილი პრემიერის პარტია მიზეზად იმ პარტიების მიუღებლობას ასახელებს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე პრიორიტეტულად მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას თვლის. 

ამ საკითხს თავად სააკაშვილი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში:

"გუშინ ეკა ბესელიამ "ფორმულაზე" გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და "დაზღვევის მექანიზმებს" შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?

"გამარჯვების კოალიცია" არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას. 

ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა - ეს არის სამართლიანობისა და ეროვნული ღირსების საკითხი."


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები