"გთავაზობთ ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას", - ზურაბიშვილის ინიციატივა

06-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა, სადაც პოლიტიკური ინიციატივითაც გამოვიდა - შეიქმნას ახალი პოლიტიკური პლატფორმა ევროინტეგრაციისთვის.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტი მზადაა თავად იყოს პასუხისმგებელი ამ კოორდინაციისთვის:

"ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

საზოგადოებას აღარ სჭირდება უკვე არაერთხელ გავლილი პარტიების გაერთიანებების სქემები. საჭიროა რეალური მიზანი და ამ მიზნის გარშემო გაერთიანებული ცოცხალი ძალები.

მე მზად ვარ, ამ პლატფორმის შექმნაში ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო და პრეზიდენტის რეზიდენციასთან შევქმნა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც დიალოგის სახით კონსესუსებით ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს."


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები