"სწორედ ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს", - პრეზიდენტის მოხსენება
დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.
როგორც ბოლო ხანებში მივეჩვიეთ, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის მიმართ ამჯერადაც საკმაოდ კრიტიკული იყო. პრეზიდენტმა კითხვით ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა:
"საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი არც პრემიერ-მინისტრია, არც პარლამენტის ან პარტიის თავჯდომარე, მთავარი ადრესატი ქვეყნის რეალური მმართველია.
საზოგადოებას აინტერესებს, როგორ აპირებთ ერთპარტიული და ვერტიკალური მმართველობის მოდელიდან დემოკრატიულ ქვეყნად ქცევას, ან როდის. როდის აპირებთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შეცვლას, რადგან თქვენივე თქმით, ებრძვით "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ საფრთხე არ ემუქრებათ მათ გადმონაშთებს.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ, ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულის, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.