გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გაათავისუფლეს

03-02-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თავდაპირველად, ბრალდებულების მიმართ სამიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის შეფარდება განიხილებოდა, თუმცა სასამართლომ დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლა.

ორივე მათგანს ეროვნული ბიუროს საკუთრებაში მყოფი მანქანის დაზიანება ედებოდა ბრალად, სასამართლომ კი მათ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა.

ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით გასულ დღეებში რამდენიმე აქცია გაიმართა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები