იყიდის თუ არა კალაძე "დინამოს" - მერის პასუხი
რამდენიმე დღეა ქართული მედია კახა კალაძის მხრიდან თბილისის "დინამოში" ინვესტიციაზე ალაპარაკდა, ხოლო გარკვეული ინტერესი რომან ფიფიამაც დაადასტურა.
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს:
"თბილისის "დინამოს" გულშემატკივარი ყოველთვის ვარ და ვიქნები, მაგრამ მისი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. როცა რაღაცას იყიდი, თან დიდი პასუხისმგებლობა მოგდევს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, როცა რაიმეს ხელს ვკიდებ, მინდა, რომ საუკეთესოდ გავაკეთო.
არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. მარტო ყიდვა ხომ არ არის, ამას იმხელა ინვესტიცია სჭირდება, რომლის საშუალებაც არ მაქვს - საუბარია ისეთ გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავა", - განაცხადა კახიმ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები