ვინ იქნება ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდში - ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას გავუძღვეთ წინ

19-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანება, რომლითაც ის წარდგება, საზოგადოების რწმენას მოიპოვებს. გვარამია არ გამორიცხავს, რომ ეს გაერთიანება სწორედ ნიკა მელიასთან ერთად შედგეს.

შეიძლება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, თუმცა მე მითქვამს, რომ სხვა ადამიანებიც არიან, ვისთანაც ვსაუბრობ, ნიკასაც უთქვამს ეს.

მე და კობა ნაყოფია ვართ მეგობრები, მე და კობა ნაყოფია ძალიან ფართო პოლიტიკური თვალსაზრისით ვართ თანამოაზრეები და ჩვენ ამ გზაზე მოვიაზრებთ თავს ერთად, ერთ პოლიტიკურ ბრძოლაში, ერთ პოლიტიკურ გუნდში.

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა – ადამიანები, ვისაც მე ველაპარაკები, თავისთავად ცხადია, აქედანაც არიან და კი, მათ იხილავთ.

გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ჩემი აზრით, ხშირად არ იძლევა ჩვენს – ჩვენ გვჭირდება ზუსტად რომ ჩვენ, „მეების“ ერთმანეთზე მიწეპება შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი და საჭირო შედეგის მომტანი.

ახალი პროექტი მოულოდნელობის და სიახლის ეფექტით სულაც არ არის ცუდი, თუ არჩევნებამდე მაქსიმალურად ახლოს შეიქმნება.

პოლიტიკურმა კლასმა უნდა აჩვენოს მაღალი კლასი, მან უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ შეცვლა, არამედ მართვა და ქვეყნის წინ წაყვანა.

მე მინდა, ვაჩვენო მეც და იმ ადამიანებმაც, ვისთან ერთადაც ვიქნები ის, რომ ჩვენ შეგვიძლია არა მარტო შევცვალოთ, ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას გავუძღვეთ წინ უკეთესი მომავლისკენ. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მე საკუთარ თავს მოვიაზრებ, ქვეყანას წავიყვანთ დასავლეთისკენ, მოვიტანთ ევროინტეგრაციას, იმაზე მალე, ვიდრე ვინმეს შეიძლება ეგონოს, მოვიტანთ დემოკრატიას და უკეთეს ცხოვრებას.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები