5 ბავშვი მოკლეს, მათ სისასტიკეს საზღვარი არ აქვს - რა ჩაიდინეს რუსებმა უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაში დონეცკის ოლქი დაბომბა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობისგან დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც ირკვევა, დაბომბვას 11 მშვიდობიანი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა - აღნიშნულ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს:
"11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი - ეს პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგებია. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა," - წერს ფილაშკინი ტელეგრამზე.
აღნიშნულ აქტს ვოლოდიმირ ზელინსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი რუსი ოკუპანტებისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები