რატომ ცდილობენ ხანდაზმული იაპონელი ქალები ციხეში მოხვედრას - სამწუხარო რეალობა
იაპონიაში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 27 პროცენტს შეადგენს. ახლა ქვეყანა ახალი, უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას.
Bloomberg–ის ანგარიშის მიხედვით, იაპონიის ციხეებში ყოველი მეხუთე პატიმარი ქალი ხანდაზმულია. თან ათიდან ცხრა ციხეში აღმოჩნდა ისეთი წვრილმანი დანაშაულისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სუპერმარკეტში ქურდობა.
პატიმართა შორის ხანდაზმულების ასეთი პროცენტი ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ტალღა არაა, არამედ სოციალური პრობლემა.
1980–დან 2015 წლამდე ხანდაზმულთა რიცხვი, რომლებიც მარტო და დახმარების გარეშე ცხოვრობენ 6–ჯერ გაიზარდა და თითქმის 6 მლნ ადამიანს შეადგენს.
ტოკიოს მთავრობამ 2017 წელს ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ხანდაზმულების 50 %–ზე მეტი ცხოვრობდა მარტო, ხოლო 40 %–ს არ ჰყავდა ოჯახი ან ნათესავები, რომლებიც დაეხმარებოდნენ.
შედეგად, ასაკოვანი მოსახლეობა თავს უსარგებლოდ და იზოლირებულად გრძნობს, განსაკუთრებით ქალები. ეს იწვევს დანაშაულებრივი ცხოვრების მოულოდნელ დაწყებას – მოხუცები იმედოვნებენ, რომ ციხე აჩუქებთ თავშესაფარს და მოვლას სიბერეში.