ოლიგარქი - POLITICO-მ ბიძინა ივანიშვილი "ამრევებში" შეიყვანა

29-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილი უცხოური გამოცემა პოლიტიკო ყოველწლიურად ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების სიას ადგენს ხოლმე. 

პოლიტიკოს სია 3 ნაწილად იყოფა - "მეოცნებეები", "ამრევები" და "მოღვაწეები", ამ სიაში კი წელს ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. 

პოლიტიკოს სიაში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული და "ამრევების" სიაში მე-8 ადგილს იკავებს. სტატიაში ქართული ოცნების დამფუძნებელზე წერია, რომ ის თბილისის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და ცდილობს, რუსეთის რელსებზე დააბრუნოს.

ივანიშვილთან ერთად „ჩამშლელების“ სიაში მოხვდნენ კარლ პუოჩდემონი, ვიქტორ ორბანი, ანალენა ბერბოკი, მანფრედ უებერი და სხვები.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები