სააკაშვილი: "არსებობს 1 ადამიანი, რომელიც მე და სტალინს ვერ გვივიწყებს"

28-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

გორში ვიზიტისას საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი იოსებ სტალინს შეადარა და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ ორივე მათგანი უნდა დაივიწყოს.

სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა ფეისბუქის საშუალებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი:

"ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს (ბაბუაჩემი მიშა სააკაშვილი, თბილისის მედინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გორიდან იყო) ორივეს დავიწყება ურჩია. 

ქ-ნო სალომე, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია. ოღონდ ის სტალინზე გიჟდება და მთელს რუსეთში ძეგლებს უდგამს და ვეზიზღები მე, მუდმივად რა სხვადასხვა გამოსვლებში, ყველანაირ ცოდვებში მადანაშაულებს. 

მე, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა ქართველ ერთან ერთად, რომ თქვენ მყარად იყოთ ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადა სააკაშვილმა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები