კობახიძე: "ამ პარტიის ერთადერთი განზრახვა მოსახლეობის გაღარიბებაა"

28-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ "ლელოს" ინიციატივა იყო, რომ უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებზე შეძენა შეიზღუდოს.

ამ ყველაფერს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ინიციატივას "ცარიელი სპეკულაციები" უწოდა:

"რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენას, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. არავითარი პრობლემური მაჩვენებელი არ არის ამ კუთხით. პლუს ამას, არის უამრავი ქართველი, რომელსაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში. ცარიელი სპეკულაციებია ეს ყველაფერი. 

ერთადერთი მიზანი ამ ყველაფერს აქვს ის, რომ რამენაირად გაღარიბდეს ქვეყანა, მოსახლეობა. მეტი მიზანი ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის „ლელოს“ მიზანი - დაწესდეს სანქციები ამა თუ იმ ფორმით, რომ სინამდვილეში დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა. რეალურად, როცა შენი სანქციებით ვერანაირ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, მაგრამ ზიანს აყენებ შენს ქვეყანას და მოსახლეობას, აქ ხომ ძალიან მარტივად ჩანს რა არის მათი განზრახვა. მათი ერთადერთი განზრახვა არის საკუთარი მოსახლეობის გაღარიბება. ამისთვის „იღვწიან“ „ლელო“ და „ლელოს“ წარმომადგენლები“, - აღნიშნა კობახიძემ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები