„ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი - დღეს, ქართველი ქალები მუცლით ატარებენ უცხოელების შვილებს, თავისი შვილები უნდა ატარონ“ - მიხეილ სააკაშვილი

20-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

„ჩვენ უნდა გავატაროთ შობადობის ძალიან აქტიური პოლიტიკა“ - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური განაყოფიერება უნდა იყოს უფასო.

„ჩვენ უნდა გავატაროთ შობადობის ძალიან აქტიური პოლიტიკა. მაგალითად, ინ-ვიტრო ჩასახვა უნდა იყოს საქართველოში უფასო და უნდა იყოს სტიმულირებული. ყოველი მესამე ბავშვი უნდა იყოს სტიმულირებული დამატებითი ფულით. ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი. დღეს რა არის? დღეს ქართველი ქალები მუცლით ატარებენ სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. თავისი შვილები უნდა ატარონ, თუ ხელოვნურად უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის. ეს უნდა გავატაროთ, არსებობს ამაში სხვა ქვეყნების გამოცდილება“, - ამბობს სააკაშვილი.  


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები