რუსეთის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა
რუსეთის ფედერაციის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა, თუ ისინი თავშესაფარში ცხოვრებიდან ერთი თვის შემდეგ ვერ გაჩუქდებიან.
ახალი კანონით ასევე ნებადართულია ძაღლების დახოცვა, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს ან არიან სოციალურად საშიში. ამავდროულად, კანონი არ განმარტავს, თუ რას წარმოადგენს ცხოველის „სოციალურად საშიში“ ქცევა.
გარდა ამისა, ბურიატიაში მიღებული კანონი უშვებს მაწანწალა ძაღლების ევთანაზიას, თუ ცხოველს აქვს განუკურნებელი დაავადება, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ტრავმა, ასევე ძაღლი თუ მაწანწალაა, ან მას აქვს ადამიანებისთვის ან სხვა ცხოველებისთვის საშიში დაავადებები.
ამავდროულად, რუსეთში არსებობს კანონი ცხოველებთან პასუხისმგებლური მოპყრობის შესახებ, რომელიც კრძალავს მათ მიმართ სისასტიკეს. ამ კანონის დამრღვევებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.