"პუტინმა ეს პირდაპირ მთხოვა, ჩემი პასუხი კი..", - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი

20-09-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

"მინ­და გი­თხრათ, რომ პუ­ტი­ნის ჩემ­თან პირ­ვე­ლი და­ტა­კე­ბა მოხ­და იმა­ზე, რო­დე­საც მომ­თხო­ვა უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრად და­მე­ნიშ­ნა ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია. თქვა, რომ ეს არის ჩვე­ნი კაცი, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი, არ და­ვე­მორ­ჩი­ლე პუ­ტინს, ივა­ნიშ­ვილ­მა შე­უს­რუ­ლა და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ნა "ეფეს­ბეს“ აგენ­ტი, რო­მელ­მაც კონ­ტროლ­ქვეშ აიღო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და პრო­კუ­რა­ტუ­რა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და.


"რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბა შევ­წყვი­ტე და მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვე­ცი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რად და­ი­ნიშ­ნა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტი, რო­მელ­საც და­ა­ვა­ლეს, რომ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ აღეძ­რა საქ­მე­ე­ბი, მა­შინ­დელ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა წუ­ლუ­კი­ან­მა ჩა­მო­უყ­ვა­ნა ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ეძებ­დნენ რამე ხელ­ჩა­სა­ჭიდს ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ. რო­დე­საც ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს, ხელ­ცა­რი­ე­ლი მი­ვიდ­ნენ თა­ვის უფ­როს­თან და უთხრეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია. კბი­ლაშ­ვილს უშ­ვე­ბენ, შემ­დეგ სა­ი­დან­ღაც ჩნდე­ბა ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მელ­მაც აღ­ძრა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ფარ­ცხა­ლა­ძე უკვე მა­შინ იყო "ეფეს­ბეს“ აგენ­ტი.


მინ­და გი­თხრათ, რომ პუ­ტი­ნის ჩემ­თან პირ­ვე­ლი და­ტა­კე­ბა მოხ­და იმა­ზე, რო­დე­საც მომ­თხო­ვა უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრად და­მე­ნიშ­ნა ვა­ლე­რი ხა­ბუ­რძა­ნია. თქვა, რომ ეს არის "ჩვე­ნი კაცი“, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი, არ და­ვე­მორ­ჩი­ლე პუ­ტინს, ივა­ნიშ­ვილ­მა შე­უს­რუ­ლა და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ნა "ეფეს­ბეს“ აგენ­ტი, რო­მელ­მაც კონ­ტროლ­ქვეშ აიღო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და პრო­კუ­რა­ტუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ პრო­კუ­რო­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ის არის მა­ყუ­რე­ბე­ლი... ჩვენ საქ­მე გვაქვს უცხო სა­ხელ­მწი­ფოს, რუ­სე­თის სრულ კონ­ტროლ­თან - სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მა­ზე და ამ­ჯე­რად უკვე ეროვ­ნულ ბანკზე. პირ­და­პირ ფარ­ცხა­ლა­ძის გამო აა­ყი­რა­ვეს სის­ტე­მა... მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა თა­მა­შე­ბიც არ უნდა ვნა­ხოთ, სა­ქარ­თვე­ლო ჯერ და­ა­პა­უ­ზეს, შემ­დეგ უკან გა­და­ახ­ვი­ეს სწრა­ფი ტემ­პე­ბით, ჩვენ შე­ვა­ჩე­რებთ ამ და­პა­უ­ზე­ბას და ძა­ლი­ან სწრა­ფად წა­ვალთ წინ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები