VIDEO: „6 წუთი, ასე გაუჩერებლად. გადავრჩი!“ - როგორ დაიცვა ვენახი სეტყვისგან ბადემ

03-09-2023
Aa

გუშინ სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სოფლები დააზარალა. სეტყვის შედეგად განადგურებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ნარგავები. ქარმა მოგლეჯა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები, სახლებს გადახადა სახურავები.  სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ თოფურიძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა წინანდალში მისი ვენახები ბადემ.  „6 წუთი,  ასე გაუჩერებლად.  გადავრჩი!

ალბათ 1%-ია დაზიანება, მხოლოდ ის მარცვლები რომელიც ბადეზე იყო მიბჯენილი.  (წინანდალი)“ - წერს ზურაბ თოფურიძე.


Facebook კომენტარები