შესანიშნავი დღე საქართველოში ნუცა ბუზალაძესთან ერთად… მის ქვეყანას ის უყვარს და ძალიან ამაყობს მისი წარმატებით - ნუცას ამერიკელი საქმრო კადრებს ავრცელებს

08-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე რჩეულთან, დარენ პრინცთან ერთად საქართველოში იმყოფება.

ვიდეო: „შალახოზე“ აცეკვებული ნუცა ბუზალაძის ამერიკელი რჩეული – სახალისო კადრები მომღერლის სოციალური ქსელიდან

ამის შესახებ ცნობილი წყვილის „ინსტაგრამ“ გვერდიდან ხდება.

დარენ პრინცი სოციალურ ქსელში კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ საქართველოში შესანიშნავი დღე გაატარა.

როგორც ჩანს ამერიკელმა პროდიუსერმა ქართული კერძები დააგემოვნა და ტრადიციული ქართული ცეკვებიც იხილა.

„შესანიშნავი დღე საქართველოში ნუცა ბუზალაძესთან ერთად.

უგემრიელესია საკვები,  ძალიან კარგი ადამიანები.

მის ქვეყანას ის უყვარს და ძალიან ამაყობს მისი წარმატებით“ – წერს დარენ პრინცი.


FACEBOOK კომენტარები