გამოდის ძალიან ფუმფულა, რბილი და თან ხრაშუნა... სასწაულად გემრიელია - ატმის ღვეზელის ვიდეორეცეპტი

23-07-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მომხმარებელი Natiasfoodblog აქვეყნებს.

ინგრედიენტები

ფქვილი - 5 ჭიქა

შაქარი - 2 ჭიქა

კვერცხი - 5 ცალი

კარაქი - 200 გ

მაწონი - 1 ქილა

ვანილი - 2 გ

სოდა - 1 ჩკ

ატამი - 2 ცალი

მომზადების წესი

ავიღოთ 200 გრამიანი ჭიქა. ფქვილი და შაქარი ავაფხვიეროთ კარაქთან ერთად, ცალკე გადავდოთ 1 ჭიქა ფხვიერი მასა, თავზე მოსაყრელად. მაწონში გავხსნათ სოდა და გავააქტიუროთ, დავუმატოთ ცომს.შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და კარგად გადავურიოთ, ერთიანი მასის მიღებამდე. დავუმატოთ დაჭრილი ატამი, ვანილთან ერთად და ისევ კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ ცხიმიან ფორმაზე და თავზე მოვაყაროთ ფხვიერი მასა.გამოვაცხოთ 200გრადუსზე, სანამ თავი არ გადაებრაწება.გამოდის ასეთი ფუმფულა, შიგნიდან სველი, თავზე ხრაშუნა, ძალიან გემრიელი ღვეზელი.


FACEBOOK კომენტარები