ევა ბარბაქაძე დედის, შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული იუბილედან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს.
დედა-შვილი ერთმანეთზე ლამაზები არიან და თეთრ კაბებში შეუდარებლად გამოიყურებიან.
„საოცარი სილამაზის დედა-შვილი. იბედნიერეთ მუდამ“…„ერთმანეთზე ლამაზი დედა-შვილი ხართ, უდიდეს ბედნიერებას იმსახურებთ“.
შორენა ბეგაშვილი 8 ივლისს იყო იუბილარი და დაბადების დღე სახლში, მეგობრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა. სტუმრებს შორის ცნობილი ადამიანებიც იყვნენ, როგორებიც არიან მომღერლები ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და სხვები.
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი ვიდეოები