ამაზე მარტივი, სეზონური, ლამაზი და გემრიელი რა უნდა მოამზადოთ - თან არც ცხობა სჭირდება" - ხილის რულეტის ვიდეორეცეპტი

18-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ორცხობილა - 220 გ

კაკაო - 2 სკ

ბანანი - 2 მწიფე

მომზადების წესი

დაქუცმაცებულ ორცხობილას დავუმატოთ კაკაო და გადავურიოთ ბანანთან ერთად. მივიღებთ წებოვან, შეკრულ მასას, რომელსაც თანაბრად გადავანაწილებთ საცხობ ქაღალდზე. კრემისთვის გავთქვიფე 250მლ ცივი ნაღები 50-60 გრ შაქრის პუდრასთან ერთად. შეგიძლიათ სხვა კრემიც გამოიყენოთ, რომელიც გიყვართ. გადავუსვათ გაბრტყელებულ ბისკვიტს და მოვაყაროთ სეზონური ხილი. გადავახვიოთ რულეტად და მოვათავსოთ საყინულეში 1სთ. შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ძალიან გემრიელად!


FACEBOOK კომენტარები