"ძიძამ დაგვირეკა და გვითხრა; რომ მამა 9 თვის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა" - იურისტის სკანდალური განცხადება

გიორგი ამილახვარი
Aa

"სუროგაციის გზით დაბადებული ბავშების ბიოლოგიური მშობლები ძირითადად ჩინელები არიან. არ ვიცით, სად მიჰყვათ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები. ხომ არ ხდებიან ისინი ორგანოებით ვაჭრობის ან ტრაფიკინგის მსხვერპლი" - ამის შესახებ "რადიო პალიტრის" გადაცემაში - "თქვენი დრო" იურისტმა, ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა.

იურისტის თქმით, ამ ბავშვების ბედით სახელმწიფო არ ინტერესდება.

"საფარში" შემოვიდა ზარი... ძიძამ, რომელიც სუროგაციის გზით გაჩენილ 9 თვის ბავშვს უვლიდა, განაცხადა, რომ ჩინელი მამა 9 თვის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა. გამოძიება დაწყებულია, შესაძლებელია, ეს არ იყოს ერთადერთი ფაქტი," - განაცხადა იურისტმა.


FACEBOOK კომენტარები